აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოსტეომაქსი — საღეჭი ტაბლეტები ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის

უკან

ოსტეომაქსი — საღეჭი ტაბლეტები ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის

7 ივლ 2025

ოსტეომაქსი.png - ოსტეომაქსი ანოტაცია

ოსტეომაქსი კოლაგენით არის მოწინავე ფორმულის ბაზაზე შექმნილი საღეჭი ტაბლეტები, რომლებიც განკუთვნილია ძვლების, კბილებისა და სახსრების სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად. მისი მოქმედება ეფუძნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების — კალციუმის (400 მგ), D3 (25 მკგ) და K2 ვიტამინების (25 მკგ), თუთიის (7.5 მგ), სპილენძისა (1000 მკგ) და კოლაგენის (20 მგ) კომბინაციას.

ოსტეომაქსი არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც ტაბლეტების გადაყლაპვა უჭირს: მაგალითად, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს კომფორტულად არ მიაჩნია. სწორედ ამიტომ, მისი საღეჭი ფორმა არამხოლოდ მოსახერხებელია, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში უკეთესადაც შეიწოვება, რაც მედიკამენტის ბიოშეღწევადობასა და ეფექტიანობას ზრდის.

ვისთვის არის განკუთვნილი ოსტეომაქსი? 

ოსტეომაქსის საღეჭი ტაბლეტები მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება, ვინაიდან ამ დროს ადამიანის ძვლების ინტენსიური ზრდისა და განვითარების ფონზე ძლიერი სტრუქტურული მხარდაჭერაა საჭირო. წამალი ოსტეომაქსი ხელს უწყობს კბილებისა და ძვლების ნორმალურ განვითარებას, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და ენერგეტიკულ ბალანსს.

ოსტეომაქსი კოლაგენით რეკომენდებულია ქალებისთვის, რომელთაც მენოპაუზის პერიოდი აქვთ. ეს იმიტომ, რომ მენოპაუზის, ანუ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ფონზე ქალებს ხშირად აღენიშნებათ ძვლის მასის დაქვეითება. ოსტეომაქსის კომპონენტები ორგანიზმს ეხმარება, რომ ამ ფაზაში ძვლოვანი სიმკვრივე და ნერვული სისტემის ფუნქცია სტაბილურად შეინარჩუნოს.

ოსტეომაქსი ინიშნება ხანდაზმული ასაკის კაცებშიც, ვინაიდან მათში ასაკთან ერთად იზრდება მოძრაობისა და წონასწორობის პრობლემებიც. ოსტეომაქსი განაპირობებს სახსრებისა და ძვლების გამაგრებას, ასევე საშუალებას იძლევა, რომ ყოველდღიური აქტივობა უწინდებურად შენარჩუნდეს, დაბრკოლებების გარეშე.

ოსტეომაქსის დოზირება და შენახვა — რა უნდა ვიცოდეთ 

ოსტეომაქსის ინსტრუქცია ძალიან მარტივია: ის მიიღება დღეში ორჯერ, თითო ტაბლეტის ოდენობით. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. პრეპარატი ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ოსტეომაქსის უკუჩვენება ცნობილი არაა, რადგან ის ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო კომპონენტებით ამარაგებს.

 

ოსტეომაქსი ფასი

ოსტეომაქსის ანოტაცია — თითოეული კომპონენტის მიმოხილვა

დავიწყოთ კალციუმით: ის აუცილებელია როგორც ძვლების, ისე კბილების ჯანმრთელობისთვის. იგი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული მინერალია, რომლის 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი. კალციუმის დეფიციტის დროს სხეული მისი დონის შესავსებად ძვლოვან ქსოვილში არსებულ მარაგს იყენებს, რაც დროთა განმავლობაში ძვლის სიმკვრივის დაქვეითებასა და ოსტეოპოროზის რისკს იწვევს.

ოსტეომაქსში გამოყენებული კალციუმის კარბონატის ფორმა გამოირჩევა სუფთა კალციუმის მაღალი შემცველობით, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ტაბლეტის მიღებით სასურველი ეფექტი მაინც მიიღწევა. მეცნიერები მიუთითებენ, რომ კალციუმის კარბონატის შეწოვა საკვებთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ ოსტეომაქსი ყველაზე ეფექტიანად სწორედ კვების დროს მუშაობს.

D3 და K ვიტამინები: D3 ვიტამინი კალციუმს ეხმარება, რომ ნაწლავებმა შეითვისოს და სისხლში ნორმალური დონე შეინარჩუნოს. მის გარეშე ორგანიზმი ვერც კალციუმის საჭირო დონეს დააბალანსებს და ვერც ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებისთვის გამოიყენებს.

K ვიტამინი ჩვენს სხეულში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: ის კალციუმს შესაძლებლობას აძლევს, რომ სწორად მიაღწიოს დანიშნულ ადგილს, ანუ ძვლოვან ქსოვილამდე. ამ ორი ვიტამინის ერთობლივი მოქმედება ძვლოვანი სისტემისთვის ეფექტიან დამცავ მექანიზმს გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ოსტეომაქსის თითო ტაბლეტი 25 მკგ. D3 ვიტამინს (1000 სე) შეიცავს, რაც NRV-ის, ანუ დღიური საჭირო ნორმის, 500%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კალციუმის მეტაბოლიზმის მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

თუთია და სპილენძი: თუთია ძვლის ქსოვილის ფორმირებისა და მინერალიზაციის პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

სპილენძი აუცილებელია ჯანსაღი შემაერთებელი ქსოვილის შესანარჩუნებლადაც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახსრებისთვის. ის არამხოლოდ ენერგიის ცვლას, არამედ ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვასაც უკავშირდება.

კოლაგენი: ის სხეულის სტრუქტურული საყრდენია. კერძოდ, კოლაგენი არის ორგანიზმის ძირითადი სტრუქტურული ცილა, რომელიც შეადგენს:

  • კანის 70%-ს;
  • სახსრების ხრტილის 53%-ს;
  • ძვლების 27%-ს;
  • ღრძილების 60%-ს;
  • სისხლძარღვების უმეტეს ნაწილს.

25 წლის ასაკის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში კოლაგენის სინთეზი ბუნებრივად იკლებს, რის გამოც კანის სიმშრალის, სახსრების ტკივილისა და ძვლოვანი სისუსტის რისკი იზრდება. სწორედ ამ დროს ხდება სასარგებლო კოლაგენის დამატებითი დოზის მიღება, რაც ოსტეომაქსის ფორმულაში უკვე გათვალისწინებულია.

მაშასადამე, ოსტეომაქსი ჩვენს ორგანიზმს ბევრი საჭირო კომპონენტით ამარაგებს და მაღალი სარგებლიანობით გამოირჩევა

7 ივლ 2025

პროდუქცია