რა არის კლოდიზონი და რა დროს გამოიყენება მედიკამენტი?
14 ნოე 2024

კლოდიზონი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება რევმატიზმის გამწვავებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი პროცესების, ანთებითი მონო და პოლინეიროპათიების დროს.
კლოდიზონთან მიმართებით ხშირად ისმება კითხვა - არსებობს თუ არა მედიკამენტი სხვადასხვა ფორმით? არის თუ არა ხელმისაწვდომი ტაბლეტების ან კაფსულის სახით?
აღსანიშნავია, რომ კლოდიზონი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფხვნილის სახით, გამხსნელთან ერთად. ფხვნილისა და გამსხნელის გადარევის შედეგად კი მზადდება საინიექციო ხსნარი.
მედიკამენტი შემდეგნაირად გამოიყურება:
მედიკამენტი კლოდიზონის ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰიდროქსოკობალამინს (10 მგ) და დამხმარე ნივთიერებებს მანიტსა და ქლორწყალბადმჟავას. რაც შეეხება გამხსნელ ამპულას, მის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - დიკლოფენაკ კალიუმი (75 მგ) და ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი (2.63 მგ) და დამხმარე ნივთიერებები - ბენზილის სპირტი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი და საინიექციო წყალი.
როგორც ვხედავთ, მედიკამენტი შეიცავს სამ აქტიურ კომპონენტს: დიკლოფენაკ კალიუმს, ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატსა და ჰიდროქსოკობალამინს. მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი სხვა კომპონენტები კი დამხმარე ნივთიერებებია.
კლოდიზონი გამოიყენება მოზრდილებში ინტრამუსკულურად, რაც გულისხმობს ინიექციის შეყვანას კუნთებში. აქვე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი არ გამოიყენება ორსულებსა და ბავშვებში, ასევე ლაქტაციის პერიოდში.
რაც შეეხება მედიკამენტის გამოყენების წესს, უპირველეს ყოვლისა, ფლაკონში მოთავსებული ფხვნილი უნდა გაიხსნას გამხსნელ ხსნარში და მომზადდეს საინიექციო სითხე.
ინიექცია უნდა გაკეთდეს რამდენიმე საათიანი ინტერვალით 1-ჯერ ან 2-ჯერ დღე-ღამეში, ღრმად კუნთში (თითო ინიექცია თითო დუნდულა კუნთში).
გასათვალისიწნებელია, რომ კლოდიზონი არ გამოიყენება 2 დღეზე მეტი დროით.
კლოდიზონს, როგორც სხვა მედიკამენტებს, აქვს უკუჩვენებები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია მედიკამენტის გამოყენებამდე.
კლოდიზონის უკუჩვენებებია:
სხვა მედიკამენტების მსგავსად კლოდიზონსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები. კლოდიზონის გამოყენების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამორიცხვის მიზნით. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკის შემცირების მიზნით საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზებით დანიშვნა.
კლოდიზონი ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. პრეპარატი ვარგისია წარმოების თარიღიდან 3 წლის განმავლობაში და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ კლოდიზონი მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფს და შესაბამისად, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
14 ნოე 2024