როგორ გამოვიყენოთ ნიფედიპინი — წნევის წამალი გულის გამართული მუშაობისთვის
10 ივნ 2025

ნიფედიპინი გერმანული წარმოების პრეპარატია, რომელიც გულის პრობლემებისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება. მას ნიფედი-დენკის სახელით ვიცნობთ.
აფთიაქებში ეს მედიკამენტი მოქმედი ნივთიერების სხვადასხვა შემცველობით არის ხელმისაწვდომი. იგი ქართული წარმოებითაც გვხვდება და ნიფედიპინი ნეო ეწოდება. ნიფედიპინი 20მგ, ასევე ნიფედიპინი 10 მგ პსპ-ს ონლაინ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტიანი მაშინ იქნება, თუ მას ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი წესების დაცვით გამოვიყენებთ. იმისათვის, რომ წამლის მიღებამდე მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ, მოდით, მისი მიღების წესები და უსაფრთხოების ზომები დეტალურად მიმოვიხილოთ.
ნიფედიპინი დენკი (იგივე ნიფედი-დენკი) მაღალი წნევისა (იგივე ჰიპერტენზია) და გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. წამლის მოქმედი ნივთიერება, იმავე სახელით ნიფედიპინი, კალციუმის არხების ანტაგონისტია. ეს პრეპარატი სისხლძარღვებს აფართოებს, ეს კი წნევას ამცირებს და გულისათვის სისხლის მიწოდებას აუმჯობესებს. პრეპარატი შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:
ნიფედიპინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ნიფედიპინის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
გაითვალისწინეთ, რომ ღვიძლის დისფუნქციის დროს შეიძლება ნიფედიპინის გამოყოფა შეყოვნდეს. ამ დროს ექიმმა მკურნალობის პროცესი ყურადღებით უნდა გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში დოზა შეამციროს. თუ აღმოჩნდა, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა დაირღვა, მკურნალობა შემცირებული დოზებით უნდა გაგრძელდეს.

ორსულობის დროს ნიფედიპინის გამოყენება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკურნალობის სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაყოფის დისტრესის შემთხვევები (მაგალითად, დეფორმაციები) გამოვლინდა. მეორე მხრივ, ადამიანებში საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და დაზუსტებით ვერ ვიტყვით, გამოიწვევს თუ არა ეს მედიკამენტი ნაყოფის დაზიანებას.
იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ნიფედი-დენკით მკურნალობისას დგება, მნიშვნელოვანია, რომ ეს ექიმს დაუყოვნებლივ აცნობოთ. იგი სხვა მედიკამენტს შეგირჩევთ ან მკურნალობის პროცესს უფრო ყურადღებით გააკონტროლებს.
ცნობილია, რომ ნიფედიპინი დედის რძეში გადადის. დადასტურებული არ არის, რამდენად აყენებს ეს ჩვილს ზიანს. შესაბამისად, უმჯობესია, ამ წამლის მიღებისას ძუძუთი კვება დროებით შეწყვიტოთ.

ეს მედიკამენტი აფთიაქიდან რეცეპტით გაიცემა და ექიმმა უნდა დანიშნოს. ნიფედიპინი 10მგ (ნიფედი-დენკის ის ფორმა, რომელიც თითო ტაბლეტში 10 მილიგრამ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს) შემდეგი წესით გამოიყენება:
ნიფედიპინი დაუღეჭავად უნდა გადაყლაპოთ და საკმარისი რაოდენობის წყალი მიაყოლოთ. ეს წამალი ჭამის შემდეგ მიიღება. სასურველია, ეს ერთსა და იმავე დროს, დილას და საღამოს, გააკეთოთ.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი გრეიპფრუტის წვენთან ერთად, რადგან იგი ნიფედიპინის დაშლას აფერხებს და მის მოქმედებას აძლიერებს.

ამ მედიკამენტის მიღებისას გვერდითმა მოვლენებმაც შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა ეს სიმპტომები სახიფათო ნაკლებადაა. შედარებით ხშირად ვითარდება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის სიწითლე, გულის ფრიალი და წნევის დაქვეითება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა ან ფეხების მსუბუქი შეშუპებაც.
სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია. ეს შეიძლება იყოს: ძლიერი ჰიპოტენზია, გულმკერდის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ალერგიული რეაქციები. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნიფედი-დენკი სხვა წამლებთან ურთიერთქმედებს. მათ შორისაა: არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, ნიტრატები, ცეფალოსპორინები, დილტიაზემი, ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები, ციმეტიდინი, რიფამპიცინი, დიგოქსინი, თეოფილინი, და ვინკრისტინი.
საფრთხის თავიდან ასარიდებლად აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც იღებთ ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიგიღიათ.
პრეპარატი მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სინათლესა და ნესტს. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი გამოშვებიდან 3 წლის განმავლობაშია ვარგისი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტი არ უნდა გამოიყენოთ.
ნიფედიპინი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ მოიძიოთ.
10 ივნ 2025