ქსილომარინი — სპრეი ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად
5 აგვ 2025

ცხვირით თავისუფლად სუნთქვის უნარი განსაკუთრებით დიდი პრობლემაა გაციების ან ალერგიული დაავადებების დროს. ცხვირის შეგუბება, ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ხშირად მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ქსილომარინს (Xylomarin) — ეფექტიან ნაზალურ სპრეის, რომელიც შემავსებელი და დამხმარე ნივთიერებების კომპლექსთან ერთად აქტიურ ნივთიერებას — ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
ქსილომარინი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტური მოქმედების მქონე პრეპარატს, რომელიც ლოკალურად გამოყენებისას იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. შედეგად, უმჯობესდება ცხვირის ღრუში ჰაერის მოძრაობა და პაციენტს უბრუნდება თავისუფლად სუნთქვის უნარი. მედიკამენტის მოქმედება იწყება ცხვირში შესხურებიდან 2 წუთში და გრძელდება დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, რაც მას ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელსა და ეფექტიანს ხდის.
ეს პრეპარატი განსაკუთრებით სასარგებლოა ვირუსული ინფექციების, გაციების, რინიტის, სინუსიტის, ალერგიული რეაქციებისა და სხვა მსგავსი მდგომარეობების დროს, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება პირველად სიმპტომს წარმოადგენს.
პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია ქსილომარინის ნაზალური სპრეის ორი ვერსია — 0.5%-იანი (საბავშვო) და 0.1%-იანი (მოზრდილებისთვის) და მისი ფასი დაახლოებით 10-11 ლარს შეადგენს.
ქსილომარინის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პაციენტის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეპარატის დოზები შეიძლება განსხვავებული იყოს.
2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მედიკამენტის გამოყენება აკრძალულია. 2-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში კი პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ზრდასრულის ზედამხედველობით.
როგორც სხვა ვაზოკონსტრიქტორული ნივთიერებების შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი ქსილომარინის ხანგრძლივი გამოყენება — სასურველია მკურნალობის კურსი არ აღემატებოდეს ერთ კვირას. დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
მიღების წესი ასაკის მიხედვით
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვმა ეს პრეპარატი მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობის პირობებში უნდა მიიღოს. რეკომენდებულია ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-3-ჯერ. გამოყენებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 8-10 საათზე ნაკლები.
გაფრთხილება: არასდროს გადააჭარბოთ თითოეულ ნესტოში დღეში სამ შესხურებას.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
შესაძლებელია თითოეულ ნესტოში 1 ან 2 შესხურება, დღეში 2-3-ჯერ.
შესხურებებს შორის რეკომენდებული ინტერვალია 8-10 საათი.
პრეპარატის 0.1%-იანი ვერსია
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 1 მგ/მლ კონცენტრაციის ცხვირის სპრეის გამოყენება დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოზრდილებისთვისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ.
შესხურებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 8-10 საათს.
ამ ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაშიც არ შეიძლება დღეში 3-ზე მეტჯერ შესხურება ერთსა და იმავე ნესტოში.
გამოყენების ინსტრუქცია
სპრეის სპეციალური დგუში უზრუნველყოფს ხსნარის თანაბარ განაწილებას ცხვირის ლორწოვან გარსზე, რაც ხელს უწყობს ეფექტიან მოქმედებას და ზუსტ დოზირებას. გაითვალისწინეთ, რომ შესხურების დროს პრეპარატი თვალში არ უნდა მოხვდეს.
გამოყენების ნაბიჯები:
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, რომ ფლაკონი გამოიყენოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ქსილომარინს ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, კარგად იღებს, მისი გამოყენება არასასურველია გარკვეულ შემთხვევებში. პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული:
ქსილომარინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ისეთმა პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
ასევე, პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებმა, ვისაც ადრენერგული პრეპარატების მიმართ მკვეთრი მგრძნობელობა გააჩნიათ, რაც შესაძლოა გამოიხატოს უძილობით, კანკალით ან პულსის აჩქარებით.
ორსულობის პერიოდში ქსილომარინი პაციენტმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში. ძუძუთი კვების დროს კი მკურნალობის საჭიროება უნდა შეფასდეს ექიმთან ერთად — იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი შესაძლოა გადადიოდეს დედის რძეში.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ქსილომარინი არის პრეპარატი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის არსებობისას ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ქსილომარინის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

როგორც ყველა მედიკამენტს, ქსილომარინსაც შეიძლება თან ახლდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ძირითადად იშვიათი და მსუბუქი გამოხატულებისაა. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე შესაძლოა დამოკიდებული იყოს როგორც ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ისე დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
ხშირი გვერდითი მოვლენებია:
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს:
ძალიან იშვიათად კი შესაძლოა განვითარდეს ისეთი მდგომარეობები, როგორებიც კვინკეს შეშუპება ან ძლიერი ალერგიული რეაქციები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ან აგზნება, გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის დაცემა, ძილიანობა ან კომა. ასეთი შემთხვევების დროსაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ შორის გააქტივებული ნახშირის მიღება ან კუჭის ამორეცხვა
5 აგვ 2025