შილაკი - რა უნდა ვიცოდეთ გელ-ლაქის შესახებ
29 აპრ 2024

სარჩევი:
უარყოფითი მხარეები: არის თუ არა შილაკი საშიში?
შილაკი, იგივე გელ-ლაქი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა სილამაზის ინდუსტრიაში. როგორც ნებისმიერი სილამაზის პროცედურა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გავიგოთ რას მოიცავს ის, რა სარგებელი აქვს და რა პოტენციური რისკები ახლავს თან. ამ ყოვლისმომცველ გზამკვლევში ჩვენ განვიხილავთ რა არის შილაკი, რატომ გახდა ასეთი პოპულარული და ვისაუბრებთ ზოგიერთ პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია მის გამოყენებასთან.
Shellac არის ფრჩხილის პროდუქტის ბრენდი, რომელიც შექმნილია CND-ის (Creative Nail Design, Inc.) მიერ. ის ხშირად გამოიყენება ტერმინ "გელ-ლაქის" ნაცვლად, რადგან შილაკი არის გელ-ლაქის ერთ-ერთი ტიპი. რეალურად, გელ-ლაქი არის ფრჩხილების დაფარვის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული ლაქისა და გელის ნაზავს.
შილაკის ფრჩხილის ლაქის დატანა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
ამ პროცესის შედეგად მიიღება გლუვი, გამძლე შედეგი, რომელმაც შეიძლება გაძლოს ორ კვირამდე ჩამოტეხის, ნაკაწრების ან ფერის გაცრეცის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ შილაკს ბევრი სარგებელი აქვს, არსებობს პოტენციური უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც გასათვალისწინებელია.
ფრჩხილების დაზიანება შეიძლება გამოიხატოს ფრჩხილის ფერის ცვლილებით, მიმდებარე კანის დაზიანებითა და ჰერპესის ან ბაქტერიული (სტაფილოკოკური) ინფექციის განვითარებით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლაქის მოცილების პროცესს, რადგან ამ დროს ფრჩხილის ფირფიტის დათხელებისა და შეუქცევადი, მთელი ცხოვრების მანძილზე დაზიანების, მათ შორის სოკოვანი ინფექციის (ონიქომიკოზის) განვითარების რისკი მაღალია.
ჰიგიენის წესების დაცვაც უმნიშვნელოვანესია როგორც მანიკიურის მკეთებლის, ასევე კლიენტის მხრიდან, ხელსაწყოების სტერილიზაციის ჩათვლით - სისტემური ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
დაზიანებული ფრთხილისთვის საჭიროა ფრჩხილის მოვლის საშუალებები:
ჯანმრთელი ფრჩხილების შენარჩუნებისთვის კი აუცილებელია ფრჩხილის მოვლის ნაკრები:
Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი ფრჩხილის ინსტრუმენტების ნაკრები მოიცავს ყველა საჭირო ხარისხიან პროდუქციას.
საბოლოო ჯამში, დერმატოლოგები, როგორც წესი, რეკომენდაციას უწევენ ჩვეულებრივი, გელისგან განსხვავებული ლაქების წასმას.
შილაკის დროს გამოიყენება ულტრაიისფერი (UV) სინათლე ლაქის გასამყარებლად. ეს პროცესი ქმნი UVA რადიაციას - იგივე მავნე სხივებს, რომლებიც დაკავშირებულია კანის კიბოს გაზრდილ რისკთან.
UV ფრჩხილის ნათურების ხშირი გამოყენება შესაძლოა ზრდიდეს კანის კიბოს განვითარების რისკს, თუმცა ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ამ კავშირის ცალსახად დასადასტურებლად.
მიუხედავად იმისა, რომ 2014-2020 წლების ზოგიერთმა კვლევამ, მათ შორის ორი ქალის კონკრეტული შემთხვევების შესწავლამ, რომლებსაც მრავალწლიანი შილაკის შემდეგ ხელებზე მელანომა განუვითარდათ, ჯერ არ მოუცია მეცნიერებს საკმარისი მტკიცებულება იმის ცალსახად დასადგენად, რომ UV ფრჩხილის ნათურების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს რისკს.
თუმცა, ცნობილია, რომ UV რადიაციის ხშირი ზემოქმედება ზოგადად ზრდის კანის კიბოს განვითარების ალბათობას. გელ-ლაქის დროს UV დასხივების დოზა შეიძლება იყოს ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური, რამაც შეიძლება დროთა განმავლობაში გამოიწვიოს კანის დაზიანება. გარდა ამისა, ფრჩხილის ნათურების UV სხივები შეიძლება იყოს მზის სხივებზე ბევრად ძლიერი.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ექსპერტი, როგორიცაა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრები და კანის კიბოს ფონდი, ფიქრობს, რომ გელ-ლაქის განმეორებითი სესიებიდან UV ზემოქმედების რისკი საბოლოო ჯამში შეიძლება მაინც არ იყოს საკმარისად მაღალი კანის კიბოს განვითარებისთვის და მნიშვნელოვნად დაბალი იყოს, ვიდრე სოლარიუმის მოწყობილობებით გამოწვეული რისკი.
შესაბამისად, ჯერჯერობით არ არსებობს ცალსახად შეჯერებული დასკვნა, რომელიც გელ-ლაქის, იგივე შილაკის გამოყენებას აკავშირებს კანის კიბოსთან, თუმცა სიფრთხილის მიზნით რეკომენდებულია UV ფრჩხილის ნათურების ზომიერი გამოყენება. დერმატოლოგების რეკომენდაცია კი გახლავთ, რომ ადამიანებმა საერთოდ უარი თქვან შილაკის გაკეთებაზე.
29 აპრ 2024