ამოქსაცილინი — ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ
10 ივნ 2025

ამოქსაცილინი (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამოქსიცილინი) ნახევრადსინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც მრავალი ინფექციური და ანთებითი პროცესის სამკურნალოდ გამოიყენება. ის კაფსულის ფორმითაა დამზადებული და ორ დოზაშია წარმოდგენილი: ამოქსაცილინი 250 მგ. და ამოქსაცილინი 500 მგ.
პრეპარატი ყვითელი ფერის, მყარი, გაუმჭვირვალე ჟელატინის კაფსულების სახისაა, რომელთა შიგთავსი თეთრიდან კრემისფერ ფერში მერყეობს. კაფსულის შიგთავსი 250 მგ ან 500 მგ. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს მოიცავს. დამხმარე ნივთიერებებს შორისაა მაგნიუმის სტეარატი და მიკროკრისტალური ცელულოზა, ხოლო გარსი ჟელატინისა და უსაფრთხო საკვები საღებავებისგან შედგება, მათ შორის ტიტანის დიოქსიდისა (E171) და რკინის ყვითელი ოქსიდისგან(E172).
ამოქსაცილინი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:
ამოქსაცილინი განსაკუთრებული სარგებლიანობით გამოირჩევა ქირურგიული ჩარევებისას პრევენციული მიზნებითაც, მაგალითად, პირის ღრუს ოპერაციებამდე. ენდოკარდიტის პრევენციისა და მკურნალობისას ის ხშირად ინიშნება სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, რაც თერაპიის შედეგებს აუმჯობესებს.

ამოქსაცილინი პერორალურად მიიღება, რაც შესაძლებელია როგორც კვებამდე, ასევე შემდეგ. უკეთესი აბსორბციისთვის რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით დაყოლება.
ამოქსაცილინის დოზა და მიღების რეჟიმი ინდივიდუალურად ირჩევა, რაც ინფექციის ლოკალიზაციაზე, მისი მიმდინარეობის სიმძიმეზე, გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე, ასევე პაციენტის ასაკსა და ზოგად ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, პრეპარატის სადღეღამისო დოზა ორ, ზოგჯერ სამ ან ოთხ მიღებაზე ნაწილდება.
ბავშვებში დოზირება სხეულის მასაზე (მგ/კგ) ანგარიშდება, მაგრამ მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს იმ რაოდენობას, რაც მოზრდილებისთვისაა ნებადართული.
საშუალო დოზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზაა ამოქსაცილინი 1000მგ. დღეში ორჯერ (ორმაგი დოზით, დილით და საღამოს).
ამოქსაცილინის საბავშვო დოზები:
ასევე:
10 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია ამოქსაცილინის მიღება სუსპენზიის ფორმით, რაც გადაყლაპვას აადვილებს (ამოქსაცილინი სიროფის სახით არაა ხელმისაწვდომი). განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში დოზები იზრდება:
სპეციფიური კლინიკური შემთხვევების დროს დოზირება განსხვავდება:
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა არ შეწყდეს სიმპტომების გაქრობისთანავე. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია მინიმუმ 2-5 დღით კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ, ხოლო სტრეპტოკოკული ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა 10-დღიანზე ნაკლები (ჯანმოს რეკომენდაციით) არ უნდა იყოს.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას დოზირების კორექცია აუცილებელია. თუ კრეატინინის კლირენსი 15-40 მლ/წთ ფარგლებშია, რეკომენდებულია მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 12 საათამდე. ანურიის დროს მაქსიმალური დღიური დოზა 2000 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. საშარდე გზების ინფექციების მკურნალობისას დოზირების ცვლილება არ არის საჭირო.

ამოქსაცილინი გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოქმედებს. მისი მექანიზმი ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ჩახშობას ეფუძნება, რაც მიკროორგანიზმების სიკვდილს იწვევს.
პრეპარატი აქტიურია ისეთი ბაქტერიების მიმართ, როგორებიცაა სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკი (პენიცილინაზანეგატიური), ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, ჰემოფილური ჩხირი და სხვა. მას სუსტი მოქმედება აქვს ბაქტერიებზე, რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას გამოიმუშავებენ, ამიტომ ხშირად ის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან კომბინირდება.
პერორალურად მიღების შემდეგ ამოქსაცილინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 95%-ს შეადგენს და საკვების მიღება მის შეწოვაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 1-2 საათში მიიღწევა. იგი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში და ბიოლოგიურ სითხეებში: ფილტვებში, საშარდე სისტემაში, ნერწყვში, ცხვირ-ხახის ლორწოვანში, ნაღველში, შუა ყურის ექსუდატში და პერიტონეალურ სითხეში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ამოქსაცილინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, ტუბულური სეკრეციის გზით. ნახევარდაშლის პერიოდი საშუალოდ 1–1.5 საათია. თირკმლის უკმარისობის დროს მისი ელიმინაცია ნელდება, რის გამოც, შესაძლოა, დოზის კორექცია გახდეს საჭირო.
როგორც ნებისმიერმა ანტიბაქტერიულმა პრეპარატმა, ამოქსაცილინმაც შეიძლება, ზოგ შემთხვევაში არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.
მაგალითად, ზოგჯერ თავს იჩენს ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე, ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, რინიტი და კონიუნქტივიტი. იშვიათად აღინიშნება ცხელება, სახსრების ტკივილი (ართრალგია), ეოზინოფილია და კანის მძიმე დაზიანებები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მომხმარებლებს, შესაძლოა, გამოუვლინდეთ დისბაქტერიოზი, გემოს ცვლილება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ზოგჯერ ფიქსირდება ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება ან ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტიც.
ნერვული სისტემის მხრივ, შესაძლებელია აგზნება, შფოთვა, უძილობა, ატაქსია, დეპრესია, ქცევის ცვლილება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და იშვიათად — კრუნჩხვითი რეაქციები. ლაბორატორიული კვლევების დროს ზოგჯერ ფიქსირდება სისხლის თეთრი უჯრედების დონის დაქვეითება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია), ანემია ან თრომბოციტოპენია.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია ტაქიკარდია, სუნთქვის გაძნელება, ინტერსტიციული ნეფრიტი, საშოს კანდიდოზი ან სუპერინფექცია, რაც განსაკუთრებით სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში აღინიშნება.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი რეაქცია, რომელიც პრეპარატის ანოტაციაში არ არის მითითებული, აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია პირებში, რომლებიც ამჩნევენ ალერგიულ რეაქციებს პენიცილინის, ცეფალოსპორინების ან კარბაპენემების ჯგუფის პრეპარატებზე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ალერგიული დიათეზის, ბრონქული ასთმის, პოლინოზის, ინფექციური მონონუკლეოზისა და ლიმფოლეიკოზის დროს.
ასევე, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული იმ პირებში, ვისაც ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებები ჰქონდათ, განსაკუთრებით — ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ხშირი ღებინებით ან დიარეით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციებით იტანჯება, ამოქსაცილინის პერორალური ფორმის მიღება არაეფექტიანი შეიძლება იყოს და საჭიროა ალტერნატიული თერაპიის შერჩევა.
თირკმლის უკმარისობის, სისხლდენების ან შესაბამისი ანამნეზის შემთხვევაში საჭიროა, პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენოთ.
ამოქსაცილინი ესტროგენშემცველი კონტრაცეპტივების ეფექტიან მოქმედებას უშლის ხელ, ამიტომ რეკომენდებულია დამატებითი პრევენციული მეთოდების გამოყენება. ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათოები და საკვები პრეპარატის შეწოვას ანელებს, ხოლო ასკორბინის მჟავა ამ პროცესს აძლიერებს.
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები, როგორიცაა ცეფალოსპორინები, ვანკომიცინი და ამინოგლიკოზიდები, ამოქსაცილინთან სინერგიზმს ავლენს, რაც თერაპიულ ეფექტს ზრდის. ბაქტერიოსტატული პრეპარატები კი, როგორიცაა მაკროლიდები ან ტეტრაციკლინები, ანტაგონიზმით ხასიათდება და, შესაძლოა, ამოქსაცილინის მოქმედება დაასუსტოს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამოქსაცილინი არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტიანობას ზრდის და მეტოტრექსატის კლირენსს ამცირებს, რაც მას უფრო ტოქსიკურ ხდის. პრობენეციდი, დიურეტიკები და ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი ამოქსაცილინის გამოყოფას ამცირებს და სისხლში მისი კონცენტრაციის მომატებას იწვევს. შეიძლება დაფიქსირდეს ცრუდადებითი პასუხები სისხლში შაქრის ანალიზსა და ურობილინოგენის განსაზღვრაზეც.
მედიკამენტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ალერგიული რეაქციებისკენ არიან მიდრეკილნი. ალერგიის ნიშნების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად, ანტიჰისტამინური საშუალებების, გლუკოკორტიკოიდებისა და ნორადრენალინის გამოყენება. მაკულოპაპულოზური გამონაყარის დროს მკურნალობა მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში გრძელდება, მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პენიცილინებისადმი მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინებთან. მკურნალობისას მნიშვნელოვანია სითხის საკმარისი მიღება და დიურეზის შენარჩუნება. მაღალი დოზით თერაპიისას ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, ასევე სისხლის ანალიზების კონტროლია რეკომენდებული.
შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმებისა და სოკოს ჭარბი ზრდა, რის შემთხვევაშიც დამატებითი მკურნალობა ინიშნება. გამწვავებული დიარეისას უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტი, რაც პრეპარატის შეწყვეტასა და სპეციფიკურ თერაპიას (მაგ., პერორალური ვანკომიცინი) საჭიროებს. უკუნაჩვენებია მედიკამენტები, რომლებიც ნაწლავების პერისტალტიკას ამცირებს.
ბაქტერიემიისას შეიძლება იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია განვითარდეს. გონორეის მკურნალობის დაწყებისას საჭიროა გამოკვლევა ათაშანგის შესაძლო თანმხლები დაზიანებების გამოსარიცხად, ასევე დინამიკური სეროლოგიური მონიტორინგი.
ამოქსაცილინი პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობას ამცირებს, ამიტომ დამატებითი დაცვაა საჭირო. არ არსებობს მონაცემი, რომ პრეპარატი ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებს.
ორსულობის პერიოდში ამოქსაცილინის გამოყენება დაშვებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სარგებელი დედისათვის აშკარად აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი გავლენის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ზოგადად უსაფრთხოების მაღალი პროფილი აქვს, ორსულობის დროს მათი მიღება მაინც მკაცრ სამედიცინო კონტროლს მაინც მოითხოვს.
რაც შეეხება ძუძუთი კვების პერიოდს, პრეპარატის აქტიური ნივთიერებები დედის რძეში გადადის და, შესაძლოა, ჩვილზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ პატარას დიარეა ან სხვა საეჭვო სიმპტომი განუვითარდება, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.
ამოქსაცილინი ტაბლეტის სახით არ იწარმოება. ამის მიუხედავად, ხელმისაწვდომია მსგავსი შემცველობის, თუმცა სხვა დასახელების ანტიბიოტიკი, რომელსაც ამოქსიკლავი ეწოდება. ამ აბებში ამოქსაცილინი 1000 მგ. დოზითაა.
10 ივნ 2025