სისტენზიმო — პრეპარატი პროტეოლიზური ფუნქციების მხარდასაჭერად და ანთებითი პროცესების წინააღმდეგ
7 აგვ 2025

სისტენზიმო რუმინეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულებისა და ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. თითოეული კაფსული შეიცავს 100 მილიგრამ სერატიოპეპტიდაზას – ფერმენტს, რომელიც აქტიურად გამოიყენება ანთებითი პროცესების შესამცირებლად, შეშუპების დასარეგულირებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი – ტენიანობის კონტროლისთვის და მყარი ჟელატინის კაფსული, რომელიც გარსს ქმნის და აადვილებს პრეპარატის მიღებას.
რაც შეეხება სასტენზიმოს ტაბლეტებს, თითოეული მათგანი შეიცავს რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა: პანკრეატინი (200 მგ), ლიპაზა (6600 USP ერთეული), პროტეაზა (40,000 USP ერთეული), ამილაზა (40,000 USP ერთეული), პაპაინი (120 მგ), ბრომელაინი (90 მგ) TRY-5 (48 მგ), ტრიფსინი (115,200 USP ერთეული), ქიმოტრიფსინი (19,200 USP ერთეული) და რუტინი (100 მგ). დამხმარე კომპონენტებს შორის კი ვხვდებით მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატსა და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს.
სასტენზიმო წარმოადგენს ფერმენტების სპეციალურად შერჩეულ კომბინაციას, რომელიც ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის კერაზე ზემოქმედებს და მრავალმხრივი თერაპიული ეფექტით გამოირჩევა. მისი უნარი, დაგროვდეს უშუალოდ ანთებით უბანში, იმუნომოდულატორულ, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ, შეშუპების შემამცირებელ, ანტიაგრეგაციულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას განაპირობებს.
პრეპარატი ასტიმულირებს იმუნური სისტემის მნიშვნელოვან რგოლებს – კერძოდ, მონოციტ-მაკროფაგების და ფაგოციტური უჯრედების აქტივობას, რაც ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინებისა და დანეკროზებული ქსოვილების დაშლას და გამოდევნას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, მისი მოქმედება სისხლძარღვების კედლების განვლადობის ნორმალიზებითა და ჰემატომების, შეშუპებების სწრაფი შეწოვით ხასიათდება. პრეპარატი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აუმჯობესებს მის რეოლოგიურ თვისებებს და მიკროცირკულაციას, რითაც ქსოვილებისთვის ჟანგბადისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების უკეთეს მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ის ზრდის ანტიბიოტიკების კონცენტრაციას როგორც სისხლის პლაზმაში, ისე უშუალოდ ანთებით კერაში, რაც მათ სამკურნალო ეფექტს აძლიერებს.
კლინიკურ პრაქტიკაში პრეპარატი რეკომენდებულია ანთებითი პროცესების ფართო სპექტრის დროს, მიუხედავად მათი წარმოშობის ან ლოკალიზაციის. იგი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებები – მათ შორის ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტი და პნევმონია. ასევე ეფექტიანია შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების დროს, მათ შორისაა: ადნექსიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, გლომერულონეფრიტი, მასტოპათია და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
პრეპარატი ფართოდ გამოიყენება შეხორცებითი პროცესების, პოსტოპერაციული გართულებების (როგორიცაა ანთება, თრომბოზი, შეშუპება) პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა ართრიტი, ტრავმები, მოტეხილობები, დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები.
გარდა ამისა, ის ეფექტიანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიების – მათ შორის თრომბოფლებიტის, ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზის, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, დიაბეტური ანგიოპათიის და რეტინოპათიის – მართვაში. გამოიყენება ავტოიმუნური თირეოიდიტის დროსაც.
ოფთალმოლოგიაში მას ხშირად მიმართავენ თვალის ტრავმებისა და მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევების შემთხვევაში. გარდა ამისა, წამალი სასტენზიმო რეკომენდებულია სტომატოლოგიური და ყბა-სახის ქირურგიული ჩარევების შემდგომი აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად.

სასტენზიმოს კაფსულები და ტაბლეტები პერორალურად, პირის ღრუს გავლით უნდა მიიღოთ. ამის გასამარტივებლად, საკვები დანამატისთვის წყლის მიყოლებაა შესაძლებელი.
სისტენზიმოს კაფსულების რეკომენდებული დღიური დოზა 14 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დღეში ერთხელ ერთ კაფსულს შეადგენს. წამლის დალევა დაშვებულია როგორც კვების დროს, ასევე საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
რაც შეეხება სისტენზიმოს ტაბლეტებს, დოზირება განსაზღვრულია ასაკის მიხედვით: 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ, ხოლო მოზრდილებისთვის და 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის – ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ, ჭამის დროს.
დაიმახსოვრეთ, ბავშვთა ასაკში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობით. სისტენზიმოს გამოყენებისას დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
პრეპარატის გვერდით მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის გამოყენებაზე რჩევებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
7 აგვ 2025