ჰიდროფეროლი — მედიკამენტი ორგანიზმში D ვიტამინის დონის რეგულაციისა და ძვლოვანი სისტემის გაძლიერებისთვის
30 ივნ 2025

ჰიდროფეროლი (Hidroferol) წარმოადგენს ვიტამინ D-ის სპეციფიკურ ფორმას — კალციფედიოლს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის სწორად შეწოვას და ორგანიზმში მის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.
ეს პრეპარატი ძირითადად ინიშნება D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ისეთ შემთხვევებში, როცა საჭიროა მკურნალობის დაწყება მაღალი დოზებით ან მაშინ, როდესაც ექიმის მიერ დადგენილი კურსი მიღებებს შორის გრძელ ინტერვალებს ითვალისწინებს.
მედიკამენტი განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგ შემთხვევებში:
წამალი ჰიდროფეროლი ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და 10-კაფსულიანი შეფუთვის სახით.

ჰიდროფეროლის ანოტაციის თანახმად, პრეპარატი მიიღება პერორალურად, როგორც წესი, საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ. დოზირება დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობასა და პაციენტის საჭიროებაზე.
საშუალო რეკომენდაცია მოზრდილებში არის თვეში ერთხელ ერთი კაფსულის მიღება (0.266 მგ კალციფედიოლი). D ვიტამინის დეფიციტის სიმძიმის მიხედვით, ექიმმა შეიძლება განსაზღვროს მკურნალობის გეგმა — მაგალითად, ყოველთვიური მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხშირად, თუნდაც კვირაში ერთხელ მალაბსორბაციის ან მძიმე დეფიციტის შემთხვევებში.
მკურნალობის დროს ექიმი უნდა აკონტროლებდეს სისხლში კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის დონეს. დოზირების ცვლილების ან მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიიღება ექიმის მიერ, ანალიზების შედეგების მიხედვით.
არსებობს გარკვეული მდგომარეობები, როდესაც ჰიდროფეროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული:
სიფრთხილეა საჭირო იმ პირებისთვის, ვისაც აწუხებს თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადებები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, შარდმდენებს ან კორტიკოსტეროიდებს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიდროფეროლის მიღება არ არის რეკომენდებული.
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს მცირე დოზით, რადგან მათი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა.
ხანდაზმულებში კი D ვიტამინის საჭიროება ხშირად მატულობს — ასაკთან ერთად კანი ნაკლებად წარმოქმნის მის აქტიურ ფორმას. ამ მიზეზით, ხანდაზმულებში რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, ჰიდროფეროლი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, მედიკამენტის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

როგორც წესი, ჰიდროფეროლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება თავი იჩინოს არასასურველი მოვლენებმა.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
აუცილებელია ექიმის მიერ განსაზღვრული დოზის დაცვა, რადგან ჭარბი მიღება იწვევს ჰიპერკალციემიას — კალციუმის მომატებას სისხლში, რაც შეიძლება, თავის მხრივ, გახდეს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების, არითმიის და სხვა სერიოზული გართულებების მიზეზი.
იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ფოტოფობია (მზის სინათლის აუტანლობა), ქავილი, კონიუნქტივიტი კალციფიკაციებით, ანთებითი პროცესები (მაგ., პანკრეატიტი) ან ლიბიდოს დაქვეითება.
ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლად მიმართოთ ექიმს.
30 ივნ 2025