ლევოქსიმედი — ანტიმიკრობული მოქმედების ტაბლეტები და წვეთები
5 ივლ 2025

ლევოქსიმედი ეფექტიანი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ფტორქინოლონების ჯგუფს მიეკუთვნება და აქტიურ ნივთიერებად ლევოფლოქსაცინს შეიცავს. იგი ხელმისაწვდომია ორ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ფორმაში: ლევოქსიმედის ტაბლეტი (500 მგ) და ლევოქსიმედის წვეთები (თვალისთვისა და ყურისთვის). ეს შესაძლებელს ხდის პრეპარატის სისტემურ ან ადგილობრივ გამოყენებას, გამომდინარე ინფექციური პროცესის ხასიათიდან. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიული დნმ-ის სინთეზის საწინააღმდეგოდ. ასევე, ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი, ანაერობული და ატიპიური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
ლევოქსიმედი 500 მგ. ტაბლეტების სახით ორგანიზმში არსებული მძიმე და სხვადასხვა სისტემის ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. პრეპარატი ბაქტერიების დნმ-ის სინთეზს დნმ-ჰირაზასა და ტოპოიზომერაზა IV-ის ინჰიბირების გზით აფერხებს, რაც ბაქტერიის უჯრედული სტრუქტურის დაშლას იწვევს. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების სპექტრი მოიცავს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით ბაქტერიებს, აგრეთვე ანაერობულ პათოგენებსა და ატიპიურ მიკროორგანიზმებს, მათ შორის ქლამიდებს, მიკოპლაზმებსა და ურეპლაზმებს.
ლევოქსიმედის ტაბლეტი ეფექტიანია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, მათ შორის მწვავე სინუსიტის, შუა ოტიტისა და არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს. ასევე, ინიშნება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისას, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციების, ცისტიტისა და პიელონეფრიტის შემთხვევაში. პრეპარატი ფართოდ გამოიყენება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებისას, როგორიცაა ენდომეტრიტი, სალპინგოოფორიტი და ცერვიციტი; აგრეთვე აბორტის შემდგომი ინფექციური გართულებების პრევენციისთვის. მისი დანიშნულება ვრცელდება მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციებზე, ქოლეცისტიტსა და ენტეროკოლიტზეც.
კანის, რბილი ქსოვილებისა და სახსრების ინფექციების შემთხვევაში ლევოქსიმედი მაღალ თერაპიულ ეფექტიანობას ავლენს. ის ზოგჯერ კომპლექსურ თერაპიებში მედიკამენტისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმების დროსაა ჩართული. ეს პრეპარატის ძლიერ მოქმედებაზე მეტყველებს ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა.
მედიკამენტი აქტიურია მრავალი პათოგენის მიმართ, მათ შორის: Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Chlamydia trachomatis, Streptococcus pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Legionella pneumophila, Mycobacterium tuberculosis და მრავალი სხვა.

ლევოქსიმედის 500 მგ-იანი ტაბლეტების მიღება ინდივიდუალურად განისაზღვრება ინფექციის ტიპის, სიმძიმისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, უხვი რაოდენობით სითხის მიყოლებით. ეს შესაძლებელია როგორც ჭამის წინ, ისე ჭამის შემდეგ.
სტანდარტული დოზა 250-დან 500 მგ-მდეა დღეში 1-2 მიღებაზე, თუმცა მკურნალობის კონკრეტული სქემა დაავადების ლოკალიზაციასა და გამომწვევ მიკროორგანიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად, მწვავე სინუსიტისას რეკომენდებულია 500 მგ. ერთხელ დღეში 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ბრონქიტის გამწვავებისას — 250-დან 500 მგ-მდე დღეში ერთხელ, 7-10 დღიანი კურსით.
ლევოქსიმედის ტაბლეტები გამოიყენება პნევმონიის დროსაც, დღეში ერთხელ ან ორჯერ 7-დან 14 დღემდე. შარდ-სასქესო გზების ინფექციებისას მიიღება 250-500 მგ. ერთხელ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 7-10 დღეა. პროსტატიტის დროს მკურნალობა 28 დღემდე გრძელდება.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისას, ასევე ტუბერკულოზის წინააღმდეგ კომპლექსური თერაპიის ფარგლებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1000 მგ-მდე გაიზარდოს, დღეში ორჯერ მიღებით. ეს აუცილებელია მედიკამენტის სათანადო კონცენტრაციის მისაღწევად მძიმე ინფექციური ფონების დროს. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება 3 თვემდეც გაგრძელდეს.
თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას საჭიროა დოზირების გადახედვა კრეატინინის კლირენსის შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმელთა მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია, რათა თავიდან ავიცილოთ პრეპარატის დაგროვება ორგანიზმში და ტოქსიკური ეფექტების განვითარება. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის შემდეგ კი ლევოქსიმედის დამატებითი დოზა არ არის საჭირო. რაც შეეხება ღვიძლის ფუნქციის დარღვევას, ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზირება არ იცვლება, რადგან ლევოფლოქსაცინი ღვიძლში უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება.
ლევოქსიმედის ტაბლეტი პაციენტმა დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგაც უნდა მიიღოს (მინიმუმ 48-78 საათის ფარგლებში), რათა გამომწვევი მიკროორგანიზმი სრულად განადგურდეს. მკურნალობის თვითნებურად ან ნაადრევად შეწყვეტამ, შესაძლოა, რეციდივი ან ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარება გამოიწვიოს. გამოტოვებული დოზის შემთხვევაში პრეპარატი შეძლებისდაგვარად მალე უნდა მიიღოთ, მაგრამ დოზა არ უნდა გააორმაგოთ.
ლევოქსიმედის ჭარბი მიღებისას აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, ღებინება, კრუნჩხვები და ლორწოვანი გარსების დაზიანება. ასეთი შემთხვევები სიმპტომურ და შემამსუბუქებელ მკურნალობას მოითხოვს.
სხვა პრეპარატების მსგავსად, არასასურველი რეაქციების გამოწვევა ლევოქსიმედსაც შეუძლია და მას გამოყენების გარკვეული შეზღუდვებიც აქვს.
ლევოქსიმედის ტაბლეტი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ. მედიკამენტი უკუნაჩვენებია ეპილეფსიით დაავადებულებისთვის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ის არ უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როცა ანამნეზში ქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების დაზიანება გვხვდება.
ლევოქსიმედის მიღებისას ინდივიდუალური რისკის შეფასებაა საჭირო შემდეგ კატეგორიებში:
მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, რათა ფოტოსენსიბილიზაციის რისკი შემცირდეს. ასევე, დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან ის გვერდით ეფექტებს ამძიმებს და პრეპარატის ათვისებაზე უარყოფითად ზემოქმედებს.
ლევოქსიმედი ტაბლეტების ფორმით არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან სახსრების ხრტილების დაზიანების რისკი არსებობს.
ლევოქსიმედი პაციენტების მიერ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია, სხვადასხვა სისტემური ან ალერგიული რეაქცია განვითარდეს.
ალერგიულ რეაქციებს შორისაა კანის ქავილი, სიწითლე, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური მოვლენები (მათ შორის ბრონქოსპაზმი და ხორხის შეშუპება). შესაძლოა, გამოვლინდეს ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
დერმატოლოგიური გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად კანის მომატებული მგრძნობელობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ კი ზოგჯერ თავს იჩენს გულისრევა, მუცლის ტკივილი, უმადობა და დიარეა, იშვიათად ღებინება და დიარეა სისხლით.
ნერვული სისტემის მხრივ ლევოქსიმედის ტაბლეტის მიღებისას, შესაძლოა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შფოთვა, კრუნჩხვები ან გონების დაბინდვა გამოვლინდეს. ცალკეულ შემთხვევაში — ჰალუცინაციები, სენსორული დარღვევები, ან მძიმე ფსიქოზური რეაქციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ლევოფლოქსაცინი იშვიათად მოქმედებს. აღრიცხულია ტაქიკარდია, არტერიული წნევის ვარდნა და ძალიან იშვიათად — სისხლძარღვთა კოლაფსი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტებია მყესების დაზიანების რისკი, ასევე კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
შარდ-გამომყოფი სისტემა ზოგჯერ შრატში კრეატინინის დონის მომატებით რეაგირებს, ძალიან იშვიათად კი, შესაძლოა, თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარდეს. სისხლმბად სისტემაში ზოგჯერ ლეიკოპენია, ეოზინოფილია ან თრომბოციტოპენია ვლინდება, იშვიათად აგრანულოციტოზიც.

პრეპარატი წვეთების ფორმით განსაკუთრებით ეფექტიანია როგორც ოფთალმოლოგიური, ისე ოტოლოგიური ინფექციების მკურნალობაში. შესაბამისად, ლევოქსიმედი ყურის წვეთები და თვალის წვეთებიცაა. ის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ უფრო ფართო ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება, ვიდრე ტაბლეტები. ამის მიუხედავად, ლევოქსიმედის თვალის წვეთები 1 წლამდე ბავშვებში არ ინიშნება.
ოფთალმოლოგიაში პრეპარატის ჩვენებებია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციები. მათ შორის:
დოზირება: პირველ ორ დღეს 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 2 საათში (8-ჯერ დღეში), მე-3 და მე-5 დღეებში — დღეში 4-ჯერ ყოველ 4 საათში. მკურნალობის კურსი 5 დღეა, თუმცა ხანგრძლივობა მდგომარეობის სიმძიმესა და ბაქტერიული დაინფიცირების ხარისხზეა დამოკიდებული.
თუ ერთდროულად რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატით სარგებლობთ, მათ შორის მინიმუმ 15-წუთიანი ინტერვალი უნდა იყოს დაცული.
ოტოლოგიაში ლევოქსიმედის წვეთები ეფექტიანია შემდეგ შემთხვევებში:
გარეთა ოტიტის დროს მოზრდილებში ინიშნება 10 წვეთი დაზიანებულ ყურში 1-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში; 1-დან 12 წლამდე ბავშვებში — 5 წვეთი დღეში ერთხელ, 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი (დაფის აპკის პერფორაციით) დროს: 12 წლის ზემოთ ასაკში ინიშნება 10 წვეთი 2-ჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ასეთი ინფექციისას პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 5 წვეთი 2-ჯერ დღეში, მკურნალობა კი 10 დღე მიმდინარეობს.
ჩაწვეთებამდე აუცილებელია გარეთა სასმენი მილის სანაცია, რათა პრეპარატმა ანტიმიკრობული მოქმედება მაქსიმალურად გამოავლინოს.
ლევოქსიმედი წვეთებიც უკუჩვენებებს შორისაა ლევოფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფის პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ასევე, იგი უკუნაჩვენებია სხვა შემადგენელი კომპონენტების აუტანლობის შემთხვევაშიც.
ლევოქსიმედის წვეთების გამოყენებისას ძირითადად აღინიშნება მსუბუქი და ხანმოკლე რეაქციები, როგორიცაა:
ამ რეაქციების სიხშირე 3%-ს არ აღემატება და უმეტეს შემთხვევაში თავისით ქრება.
ლევოქსიმედის ფასი მის ფორმაზეა დამოკიდებული. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ტაბლეტების ღირებულება 24 ლარამდეა, წვეთებისა კი — 7 ლარამდე. რა თქმა უნდა, ფასები ცვალებადია და სპეციალური აქციების დროს პრეპარატების შეძენა შედარებით იაფადაცაა შესაძლებელი.
5 ივლ 2025